ამირან გამყრელიძე კოვიდინფიცირების 2 ცხელ წერტილს ასახელებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების „ორი ცხელი წერტილია“ ერთი ეს არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი მთლიანად და მეორე არის ბაზრობები. ამჟამად კონკრეტულად ლილოს ბაზრობა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხოდმის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.  „ამ [გარდაბნის] მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი ყარაჯალარში, რომელიც მესამე დღეა ჩაკეტილია და მთლიანად გარბანის რაიონში 59 შემთხვევა გვაქვს, 6 თვითონ ქალაქ გარდაბანში,  4 ყარათაკლიაში,  3 ახთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, 6 ბირლიკში და  1 გამარჯვებაში,  რაც მთლიანად ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა 4 %-ია“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი სიტყვებით, ამ რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის კვლევა PCR ტექნოლოგიით.  გამოკვლეულია 3394 ბიოლოგიური ნიმუში და 142 ადამიანი ამ მუნიციპალიტეტებიდან გადაყვანილია კარანტინებში. ამასთან, გაფართებული კვლევა მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, ვინაიდან, ამირან გამყრელიძის თქმით,  ლილოს ბაზრობასთან გადაიკეთა, როგორც გარდაბნის ასევე სხვა კლასტერების შემთხვევები. 3 დღის  განმავლობაში ლილობს ბზარობაზე დასაქმებული 1415 ადამიანი ამოიკვლიეს. „აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებით შემთხვევა, შემდგე 1. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს განმეორებითი ჩაღრმავებული კვლევა  და დღეს დაახლებით 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ასე რომ,ეს ორი წერტილი ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ მეტად უფრო ყურადრება მისაქცევი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი ტყვებით ბაზრობები არის  ყველაზე მომატებული რისკის ზონები, ამდენად ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს PCR კვლევა და ახლა დგება პროექტი, რომ ამ ტიპის კვლევა განხორციელდეს ყველა ბაზრობაზე, ვინდიან ხალხის კონცენტაციის მაღალი მაჩენების გამო ბაზრობები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკის ზონებია. საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 1137 დადასტრებული შემთხვევაა. დილის 9 საათისთვის დადასტურდა 6 ახალი შემთხვევა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6-დან 1 არის დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტი.  4 შემთხვევა არის იმპორტირებული და ძირითადად საკარანტინე სივრცეებიდან  და 1 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს. ამირან გამყრელიძის განცხადებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქარტველოში არის კოვიდიციფირების შემთხვევების ზრდის დინამიკა.  20-26 ივლისის ფარგლებში ერთად არის  98 შემთხვევა, საიდანაც  13 იმპორტირებულია,15 ტრაილერების მძღოლების შემთხვევაა. „რა ეს პროექტი დაიწყო-  ტრაილერის მძღოლების კვლევა, 92  კოვიდინფიცრებული იქნა იდენტიფიცირებული ტრაილერის მძღოლებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით,  ერთი კვირის განმავლობაში 14 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30749015.html #ახალი_ამბები #twitter