“ხოფის ბაზრობაზე” დასაქმებულები 5 თვით გადასახადისგან გათავისუფლდებიან” - რიჟვაძე

Batumi Daily

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ “ხოფის ბაზრობაზე” დასაქმებულებს 5 თის განმავლობაში საიჯარო გადასახადებს შეუჩერებენ: “მიღებულია გადაწყვეტილება,სავაჭრო ცენტრი ''ბათუმის'', ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლდნენ ძირითადი საიჯარო გადასახადისგან, 5 თვის განმავლობაში. ასევე ჩვენ მოვახდინეთ უკვე კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათმა მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა, რომ შესაბამისი შეღავათები დაუწესონ იქ მომუშავე ადამიანებს. “ - განაცხადა მან. #თორნიკერიჟვაძე #აჭარა #გადასახადები #ახალიამბები Batumidaily