ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ფაქტი გამოვლინდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143591
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი ერთი პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით ჯარიმდება