რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა ცნობილია

Tbilisi Daily

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ნიკა სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - მაია ბითაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტს - ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს - თეა წულუკიანი, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი ბერაია უხელძღვანელებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობაზე უარი ირაკლი სესიაშვილმა თავად თქვა, რადგან ის უკვე რვა წელია კომიტეტის ხელმძღვანელია და, მისი თქმით, კომიტეტს ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს, რის შემდეგაც მმართველმა გუნდმა თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად ირაკლი ბერაია შეარჩია. ინფორმაციას ამის შესახებ „ქრონიკა“ ავრცელებს.