Amnesty International: 2019 წლის სიკვდილით დასჯის ფაქტები და ციფრები
Headline
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ 21 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშით, 2019 წელს სახელმწიფოების მიერ სასჯელის სახით გამოყენებული პიროვნების სიკვდილით დასჯის მაჩვენებლით ჩინეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი და ეგვიპტე ლიდერობენ.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საუდის არაბეთმა მისთვის სარეკორდო რაოდენობის - 184 ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენა უმაღლესი სისხლის-სამართლებრივი სასჯელი. ეგვიპტეში 32 ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენეს სიკვდილით დასჯა.
რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ ირანს, ამ სახელმწიფომ 2018 წლის მსგავსად იგივე სარეიტინგო ადგილი შეინარჩუნა და 2019 წელს სიკვდილით დასჯის სასჯელი 251-ჯერ იქნა გამოყენებული.
რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს, ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რადგან იგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის „სახელმწიფო საიდუმლოებას” წარმოადგენს, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით მსგავსი ქმედება ათასობით ადამიანის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
Amnesty International-ის ანგარიშით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 2019 წელს განხორციელებული უმაღლესი სასჯელი წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. 2019 წელს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 657 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს მინიმუმ 690.
ზემოხსენებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: Death penalty in 2019: Facts and figures (21.04.2020), www.amnesty.org
#Amnesty
#International
#execution
#world
#2019
#headline