მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 28 მილიონს გადაცდა
Pirveliradio Ge
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 28 მილიონს გადაცდა- აღნიშნულ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კოვიდ-19 მსოფლიოს მასშტაბით უკვე 28 047 828 ადამიანს დაუდასტურდა.
უნივერსიტეტის ბაზაზე დაყრდნობით, კორონავირუსს დღემდე 906 195 ადამიანი ემსხვერპლა, 18 849 981 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.