საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შაბათიდანსაქართველოში ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით მოწოდების პერიოდმა ერთი კვირით გადმოიწია. 'დღევანდელი ბრიფინგი უნდა დავიწყო მადლობით, ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ ვინც ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქსპლატფორმას და მთავარ პარტნიორს უნისეფს, რომელიც ინტენსიურადაა ჩართული საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდებაში. მათი დახმარებით ჩვენ გვაქვს ის მიღწევა, რომსაქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდანდაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით'-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.