გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა — სურსათის სააგენტო
On.ge
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს, 3 მაისს გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ ავტომობილებს დეზინფექციას უტარებს, მომხმარებლებს დამცვავ საშუალებებს აძლევს, ტარდება თერმოსკრინინგი.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა.
#news
https://on.ge/story/55452-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D