"მირჩევნია მაიკ პომპეომ თავისი სამუშაო აკეთოს და მისი აპარატის თანამშრომლებმა მას ჭურჭელი გაურეცხონ"

Tbilisi Daily

მირჩევნია მაიკ პომპეომ თავისი სამუშაო აკეთოს და მისი აპარატის თანამშრომლებმა მას ჭურჭელი გაურეცხონ, როდესაც მისი მეუღლე ან შვილები სახლში არ არიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი, სტივენ ლინიკი იმას იძიებდა, თუ როგორ ექცეოდა მაიკ პომპეო თავისი უწყების თანამშრომლებს. მედიის ინფორმაციით, მაიკ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ძაღლის გაგულავებას, რესტორანში მაგიდის დაჯავშნას ან ქიმწმენდიდან ტანსაცმლის გამოტანას სთხოვდა. „გინდათ თქვათ, რომ მაიკ პომპეოს მიმართ გამოძიება ტარდებოდა იმიტომ, რომ ვიღაცა მის ძაღლს აგულავებდა ან ჭურჭელს ურეცხავდა? იცით, მირჩევნია მაიკ პომპეო ტელეფონით ესაუბრებოდეს მსოფლიო ლიდერებს, ვიდრე ჭურჭელს რეცხავდეს, რადგან მისი მეუღლე ან შვილები სახლში არ არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.