ნავალნის ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ პოლიციამ საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის, ივან ჟდანოვის ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენელმა საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა. ომსკის საავადმყოფოსთან მყოფ ჟურნალისტებს ჟდანოვმა უამბო, რომ დღეს დილით, როცა კლინიკის მთავარი ექიმის კაბინეტში იმყოფებოდნენ, ოთახში შემოვიდა სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ტელეფონიდან რაღაც აჩვენა და თქვა, რომ „ეს ნივთიერება იპოვეს“, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ „იპოვეთ და იპოვეთ, მე არანაირი სხვა ინფორმაცია არ მაქვს“. ივან ჟდანოვის ინფორმაციით, როცა პოლიციელს ჰკითხეს, კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, მან უპასუხა, რომ ეს გამოძიების საიდუმლოა, თუმცა, ნივთიერება სასიკვდილოა და ემუქრება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის, არამედ ახლოს მყოფებსაც და ყველანი დამცავ კოსტიუმებში უნდა იყვნენ. ნავალნის ცოლის, იულიას განცხადებით, სანდო კლინიკაში ალექსეის ტრანსპირტირებაზე ისევ უარი უთხრეს, მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე თითქოს, შესაბამისი დოკუმენტების მოზადება დაიწყეს. იულიას ვარაუდით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების კვალი გაქრეს. ნავალნის ოჯახი და თანამოაზრეები ომსკის საავადმყოფოს არ ენდობიან.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30795114.html #ახალი_ამბები #twitter