კახეთში COVID-19-ის შემთხვევა არ დადასტურებულა

Tbilisi Daily

კახეთში ამ დრომდე კორონა ვირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათან კონტროლის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით,ლუგარის ცენტრში გუშინ გაგზავნილი ნიმუშებიდან covid 19 -ზე ყველა უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის თქმით,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში კი, მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება უტარდებათ- სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს,საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებსა და საბაჟოს თანამშრომლეს. რაც შეეხება,რეგიონში 11 საკარანტინე სივრცეში იმყოფება,440,ხოლო თვითიზოლაციაში 33 მოქალაქე. ამ დრომდე კახეთის რეგიონიდამ ლუგარის ცენტრში სულ გაგზავნილია 2486 ნიმუში, აქედან 905 მედპერსონალია, 736 კარანტინი, საბაჟოს თანამშრომელი -74, შშმ პირი - 85. #News#კახეთი#კორონავირუსი#საკარანტინე სივრცე#dailynews#newsdaily