წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

Tbilisi Daily

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითად სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი თემურ და მათე ღვინჯილიებისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაკავებული თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენება, მათე ღვინჯილი კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ სოფელ ფახულანის ტყეში დატვირთეს უაქციზო სიგარეტი, გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და პოლიციას წინააღდმდეგობა გაუწიეს. მირანდა წერეთელი წინასწარი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხით ახსნა. მან ასევე თქვა, რომ მტკიცებულებების სახით მათ შორის ფოტოსურათები და აფხაზეთის პოლიციის თანამშრომელთა ჩვენები არსებობს. პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ორივე დაკავებული საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია, მათ შორის ერთ-ერთი ხალხოს მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე. თავის მხრივ, უფლებადამცველები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. მათი მტკიცებით, ინფორმაცია წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ადვოკატების მტკიცებით, სიგარეტის მანქანაში ჩალაგების მომენტში ადგილზე არა თემურ ღვინჯილია, არამედ, მათე ღვინჯილიას მიერ დასახელებული პირია. უფლებამადმცველები ამტკიცებენ, რომ წინასწარი პატიმრობის აუცილებლობისთვის შესაბამისი საფრატხეები არ არსებობს. წალენჯიხის საკრებულოს უფროსისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს. საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია ბრალს არაღიარებს, აპარატის თანამშრომელი კი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.