"ფეხებზე გვკიდია კორონა, სააკაშვილს გაუმარჯოს!.."
Batumi Daily
"ფეხებზე გვკიდია კორონა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! “ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჯელალ ქიქავამ ბათუმში გამართულ აქციაზე.
“ველოდებით 8 საათს, ვიწყებთ მოქმედებას, გადავდივართ პირდაპირ, დაუმორჩილებლობაზე. მთავრობას არცერთ წევრს არ მივცემთ მუშაობის საშუალებას, რევოლუცია ქვია ამას აბა რა ქვია, ვიწყებთ მთავრობის ბლოკირებას” - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.
შეგახსენებთ, რომ 4 საათზე მეტია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მსვლელობა და აქცია პარალელურად ბათუმშიც მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს. პარლამენტთან შეკრებილების მოთხოვნებია: ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციონერი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 20 საათამდე აძლევენ.
აქციას ყველა პარტია უერთდება, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელიც აცხადებს, რომ ცალკე აქციებს გამართავს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში