ტოპ -10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

Tbilisi Daily

2020 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 % შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით): 1. წიწიბურა - ფასი გაიზარდა 122,8%-ით 2. ვაშლი - 95,6%-ით 3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,3%-ით 4. ლიმონი - 49,8%-ით 5. მწვანე ლობიო - 48,9 6. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 48,1%-ით 7. ნიორი - 47,4%-ით 8. ფორთოხალი - 44,4%-ით 9. ყურძენი - 40,6%-ით 10. კივი - 40,0%-ით ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით): 1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 55,4%-ით 2. ხახვი - (-29,4)% 3. ბენზინი - (-25,6)% 4. დიზელის საწვავი - (-25,1)% 5. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (-15,2)% 6. სასტუმროს მომსახურების ღირებულება - (-12,1)% 7.კარტოფილი - (-11,1)% 8. გაზის საწვავი - (-9,6)% 9. სტაფილო - (-8,6)% 10. კომბოსტო - (-6,8)%