ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Zugdidi Daily

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა და სამეგრელო-ზემო სვანეთმა ე.წ. მწვანე რეგიონის სტატუსი დაიბრუნა. ამ ამბავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოციალურ ქსელში ეხმაურება : “#გილოცავთ, ჩვენს რეგიონში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა! #მადლობა_ექიმებს” გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 პირის ბიოლოგიური მასალა შეამოწმე. მათ შორის 8 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 65 წარმომადგენელი, შსს-ს 96 თანამშრომელი, 9 მძღოლი, 20 კარანტინში, 21 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი. ყველა კვლევის შედეგი უარყოფითია. ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 მარტს დაფიქსირდა. #ზუგდიდი #რუხი #სამეგრელოზემოსვანეთი #რწმუნებული #კოვიდინფიცირებული #zugdididaily