გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 769-ით გაიზარდა

Tbilisi Daily

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 769-ით გაიზარდა და დღეისათვის უკვე 275 927 -ს შეადგენს. მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გარდაცვლილია 9 409 ინფიცირებული.