ბათუმში 3 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლის ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განუცხადა. "ჩვილს დაბადებისთანავე ანალიზს არავინ უღებს, მეორე დღეს უღებენ. ბავშვი არის 3-4 დღის. მეორე დღეს ავუღეთ ანალიზი და პასუხი გუშინ მოვიდა, თავს გრძნობს გადასარევად", - ამბობს კლინიკის დირექტორი. მისივე თქმით, ახალშობილის დედაც კოვიდინფიცირებულია და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საქართველოში კორონავირუსი ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დამყარდა. ბოლო დღე-ღამეში  2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 387 შემთხვევა აჭარაზე მოდის. https://www.radiotavisupleba.ge/a/30930040.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)