ძლიერი ხანძარი გუდაუთაში - არის მცირეწლოვანი მხვერპლი
Tbilisi Daily
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გუდაუთაში სასტუმრო სახლში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.
ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმრო სახლში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგებოში შეტყობინება 17 საათზე შევიდა. დგილზე მისულ მეხანძრეებს შენობის რამდენიმე სართულზე მოდებული ძლიერი ხანძარი დახვდათ. "ცეცხლის ქრობისას საგანგებოს თანამშრომლებმა შენობაში 2018 და 2020 წელს დაბადებული ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს" - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, სასტუმრო სახლში რამდენიმე ოჯახი იმყოფებოდა შვილებთან ერთად. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი რედაქცია ხანძრის გაჩენას სასტუმროს შენობაში ცენტრალური გათბობის ავზი აფეთქებას უკავშირებს.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეძლეს უფროსებმა შენობიდან ბავშვების გამოყვანა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: კადრი დავით ჟვანიას ვიდეოდან.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები