ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მა ტეხასში საკონსულოს დახურვა მოსთხოვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-მა მოულოდნელად მოთხოვა ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, მისი საკონსულოს დახურვა. პეკინმა ეს მოთხოვნა მკაცრად დაგმო, განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვან ვენბინის  თქმით, ჩინეთს  აცნობეს, რომ მან საკონსულო უნდა დახუროს 72 საათში.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა საკონსულოს დახურვა და თქვა, რომ ეს კეთდება „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების და კერძო ინფორმაციის დასაცავად“.  „ჩინეთმა გადაჭრით მოუწოდა აშშ-ს დაუყოვნებლივ შეცვალოს მცდარი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ჩინეთი აუცილებლად გადადგამს შესაბამის და საჭირო ნაბიჯს“, განაცხადა ვანგმა.  ვანგმა დასძინა, რომ საკონსულო ნორმალურად მუშაობდა, მიუხედავად ჰიუსტონში ადგილობრივი მედიის ცნობისა, რომ საკონსულოს ეზოში დოკუმენტებს წვავდნენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30741220.html #ახალი_ამბები #twitter