საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა და 1943 დაინფიცირდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-მდე გაიზარდა.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 943 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 91-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 44 522 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1833 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 28 633.
ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:
1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;
2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;
3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943, გარდაცვლილი 20.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30927339.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)