სადენზინფექციო სამუშაოები დევნილთა ჩასახლებაში
Gori Daily
გორში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
შესაბამისი წესების სრული დაცვით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა 5 მრავალბინიანი კორპუსის საერთო სარგებლობის ფართები - სადარბაზოები, დერეფნები და შენობის მიმდებარე ტერიტორიები.
სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. დევნილთა ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები განმეორებითაც ჩატარდება.
#დეზინფექცია
#დევნილთადასახხლება
#გორი
#goridaily