Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა
Tbilisi Daily
მუსიკალურმა სტრიმინგ-სერვისმა Spotify 2020 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები, ალბომები და შემსრულებლები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად წელს მელომანები პლატფორმაზე The Weeknd-ის კომპოზიციას Blinding Lights უსმენდნენ. მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა, მესამეზე კი Roddy Ricch-ის სიმღერა The Box.
ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის Bad Bunny, Drake-ი, J Balvin-ი მოხვდნენ. რაც შეეხება ალბომებს, ყველაზე ხშირად სტრიმინგის მომხმარებლები Bad Banny-ს ჩანაწერს Yhlqmdlg უსმენდნენ. მეორე ადგილზე The Weeknd-ის After Hours აღმოჩნდა, მესამეზე კი Post Malone-ის ალბომი After Bleeding.