კიევში საჰაერო განგაშია. ხელისუფლების განცხადებით, კიევზე სარაკეტო თავდასხმაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისმის აფეთქებების ხმა. სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხების საშუალებით ავრცელებენ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში. "სარაკეტო თავდასხმაა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. დეტალები ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში", - წერს ტიმოშენკო. კიევში აფეთქებების ხმა შაბათს გამთენიისასაც ისმოდა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე, ალექსანდრ პავლიუკი აცხადებდა, რომ აფეთქებები საომარ მოქმედებებს არ უკავშირდებოდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32223105.html

Source: radiotavisupleba.ge