ბავშვთა სახლის ოთხი აღსაზრდელი პოლიციაში არასათანადო მოპყრობის გამო ჩივის

Tbilisi Daily

ბავშვთა თავშესაფრის ოთხმა აღსაზრდელმა პოლიციას განცხადებით მიმართა და დახმარება ითხოვა. როგორც არასრულწლოვნები ჰყვებიან, მათ არასათანადოდ ეპყრობიან. ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი სცემს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ასევე, ჩივიან რომ არასაკმარისია კვების რაციონი. თავის მხრივ, თავშესაფრის მენეჯერი აცხადებს, რომ ლაპარაკი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადაჭარბებულია, ბავშვებს უჭირთ შეეგუონ დღის რეჟიმს და პროტესტს ასეთი ფორმით გამოხატავენ. ბავშვთა განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება. https://rustavi2.ge/ka/news/173465