ვუჭერ მხარს ვაქცინის შექმნას, რომლითაც ყველა მართლმადიდებელი გახდება - ეპისკოპოსი მიქაელი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143784 "მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ", - ასე პასუხობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი კითხვას, დაუჭერს თუ არა ის მხარს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ანტი-მეცნიერული განცხადება გააკეთა კუმურდოს, ახალქალაქის და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმაც და აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს "ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება". ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეც მიიჩნევს, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მისივე თქმით, კომისია შედგება და საკითხს განიხილავს. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ,,რუსთავი 2"- თან ინტერვიუში მიუღებელლად მიიჩნია ,,ზოგის განცხადება ეკლესიიდან, რომ ვაქცინა შეიძლება ცუდი იყოს" - განაცხადა პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა.