ამირან გამყრელიძე: ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი

Tbilisi Daily

კორონავირუსის პანდემია ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც საექიმო თუ ჩინოვნიკური მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რამდენიმე ლოკალურ ეპიდაფეთქებასა და დიდ კამპანიაზე ვმუშაობდი. 90-იან წლებში ჩვენ გვქონდა დიფტერიის დიდი ეპიდაფეთქება, შემდეგ იყო ​ამებიაზის ეპიდაფეთქება, ​ჩავატარეთ პოლიომელიტის საწინააღმდეგო დიდი კამპანია და უკვე დიდი ხანია, ქვეყანა პოლიომელიტისგან. 2005-2006 წლებში იყო ე.წ. ფრინველის გრიპის პანდემიის შიში. საშინელება იქნებოდა კაცობრიობისთვის, იმ ვირუსს რომ სახეობრივი ბარიერი დაეძლია და ფრინველიდან ადამიანზე გადასულიყო. ასეთი 7-8 შემთხვევა დაფიქსირდა სულ მსოფლიოში და 65% ჰქონდა ლეტალობა. ეს მართლა კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემია ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც საექიმო თუ ჩინოვნიკური მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა. 40 წლის წინ ამ დღეს მედიცინაში კაცობრიობის ყველაზე დიდი გამარჯვება - ყვავილის აღმოფხვრა დაფიქსირდა. ამ დაავადებამ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1980 წელს ის კაცობრიობამ სწორედ ვაქცინაციით დაამარცხა. ეს კამპანია 14-15 წელი გრძელდებოდა და კაცობრიობამ ეს დაავადება დაამარცხა. ასეთივე ბედი ელის პოლიომელიტს, რომელიც მხოლოდ 3 ქვეყანაში დარჩა. შემდეგ იქნება წითელა, ცოფი, მაგრამ ჩნდება ახალი დაავადებები. ყვავილის კამპანიის დროს მე მოსწავლე ვიყავი და მხოლოდ მოყოლით ვიცი, მაგრამ შევხვედრივარ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ კამპანიაში და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა გამყრელიძემ. არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არც ჩემს პირად რეიტინგს ვუყურებ. არ მაინტერესებს. მე მაქვს პასუხისმგებლობა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, ყველა მუშაობს 24 საათი იმისთვის რომ დაამარცხოს კორონავირუსი. „ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ გავამართლოთ. ვიმუშაოთ 7/24-ზე და მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, - აღნიშნა გამყრელიძემ. მისი თქმით, კოვიდინფექციასთან ბრძოლა არ არის არც ერთი ინსტიტუტის, ან ერთი-ორი ადამიანის პასუხისმგებლობა. „ეს არის მულტისექტორული პასუხი. ყველა ქვეყანაში დღეს პანდემიასთან ჩართულია უზარმაზარი აპარატები. როგორც წესი ამ საკოორდინაციო საბჭოებს ხელმძღვანელობენ ქვეყნის პირველი პირები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.