მასკის იუბილეს აღსანიშნავად დედამ მისი ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა
Tbilisi Daily
ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 49 წლის გახდა. ამის აღსანიშნავად დედამისმა მისი ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა.
გაცნობებთ, ილონ მასკი SpaceX-ის გარდა მრავალი მაღალტექნოლოგიური კომპანიის დაამარსებელია. სამხრეთ აფრიკელმა გამომგონებელმა, 1999 წელს x.com, შემდგომში PayPal დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით eBay-მ შეისყიდა. 2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. 2003 წელს მასკი გახდა Tesla, Inc-ის თანადამაარსებელი.
2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით მისი შემოსავალი შეადგენს 38.9 მილიარდ აშშ დოლარს, რითაც „ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 23-ე ადგილს იკავებს.