დაკეტილი ბაზრობა და პროდუქტზე მომატებული ფასი

Zugdidi Daily

დაკეტილი ბაზრობა და პროდუქტზე მომატებული ფასი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო ზუგდიდის ბაზრის დროებით დახურვასთან დაკავშირებით. დაიკეტა ყველა მაღაზია, მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიის მეპატრონეები განაგრძობენ. მოსახლეობის თქმით, დღეს რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. გაიზარდა პროფუქტის ფასები და ამის გამო, ისინი საკვების შეძენას ვეღარ ახერხებენ. მოსახლეობა თხოვნით მიმართავს ზუგდიდის მერიას, რომ ფასების მომატება შეწყდეს, რადგან თუ ვითარება ასე გაგრძელდა, მათთვის ძალიან რთული იქნება ამასთან გამკლავება. #ზუგდიდი #ზუგდიდისმერია #ზუგდიდისბაზარი #ბაზრისადმინისტრაცია #მოსახლეობა #გაზრდილიფასები #პროდუქტი #zugdididaily