ტრამპის გამო ცუკერბერგს თანამშრომლები აუჯანყდნენ

Tbilisi Daily

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალურად აპირებს გაფიცვას. CNN -ის ცნობით მიზეზი კომპანიის დირექტორ მარკ ცუკერბერგთან უთანხმოება გახდა. ცუკერბერგი სოციალურ ქსელიდან დონალდ ტრამპის პოსტების წაშლას არ აპირებს, რაც ფეისბუქის თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს. თეთრი სახლის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. საპროტესტო გამოსვლები მინეაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. news ტრამპი ცუკერბერგი ფეისბუქი გაფიცვა tbilisidaily