ტესტის უახლესი პასუხები ქუთაისის ლაბორატორიიდან

Kutaisi Daily

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ტესტი 16 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი არცეერთი არ აღმოჩნდა. გასულ დღეებში კი ამავე ლაბორატორიაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა. მათგან ორი _ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში , 2 საჩერის სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას. სამი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. #ტესტი #კორონავირუსი #უარყოფითი #kutaisidaily