დონალდ ტრამპი: ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება იმედგაცრუებას იწვევს
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, იმედგაცრუებას იწვევს.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ.
25 ოქტომბერს ვაშინგტონი, ბაქო და ერევანი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება.
26 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.