ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ

Tbilisi Daily

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ვენური თრომბოემბოლიის (VTE) რისკ-ფაქტორების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს:„სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2) ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯზე, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან ვრცელი ტრავმა. დროებითი იმობილიზაცია, ავიაგადაფრენის ჩათვლით >4 საათი; დადებითი ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ოდესმე დის ან ძმის ან რომელიმე მშობლის შემთხვევაში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად 50 წლამდე) სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია; კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობა, მშობიარობიდან 6 კვირა; ინფორმაცია მხოლოდ ექიმებისთვის! კოვიდის მსუბუქი ფორმის დროს ანტიკოაგულაციური თერაპია არ ენიშნება“, – წერს კულუმბეგოვი.