სავაჭრო ცენტრმა "საბამ" და მისმა მფლობელმა "ქართულ ოცნებას" 130 ათასი შესწირა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სავაჭრო ცენტრმა "საბამ" და მისმა მფლობელმა "ქართულ ოცნებას" 130 ათასი შესწირა. შემოწირულობა 8-დღიანი ინტერვალით მოხდა.
შპს საბა და ლუკამ მმართველ პარტიას 70 ათასი ლარი 13 ოქტომბერს შესწირა, დაახლოებით 1 კვირით ადრე, 5 ოქტომბერს კი ამ კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, პაატა კაჭარავამ კი 60 ათასი ლარი.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, წინა წლებისგან განსხვავებით, კომპანიები პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად სწირავენ. სავაჭრო ცენტრი "საბა" ამ რამდენიმე გამონაკლისს შორის ერთ-ერთია.
"რა თქვენი საქმეა, რა იყო მიზეზი. მინდოდა და შევწირე. რა ვალდებული ხართ გიპასუხოთ. თქვენი საქმე არაა და არავინ გეკითხებათ", - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა კაჭარავამ.
სავაჭრო ცენტრი "საბა" იმ სავაჭრო ცენტრებს შორისაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩენილმა ხანძარმა დააზარალა. 2013 წლის თებერვალში გაჩენილმა ხანძარმა 6 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30896364.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020