ილია ფილფანს მე-11 დღეა ეძებენ

Pirveliradio Ge

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, 80-ზე მეტი მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. მესტიის გარდა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპიროზეც. ბიჭს საკუთარი ძალებით ეძებს მოზარდის მამაც. მშობლებმა რამდენიმე ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. მამის თქმით, შვილთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა და იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა.