აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო - პოლიციამ აქტივისტები დააჯარიმა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს' - აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი დააჯარიმა.
ირმა ზოიძე ასფალტზე წარწერის 'არ დავთმობთ ბულვარს' დატოვებას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.განუმარტეს, რომ მსგავს ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმას ითვალისწინებს.
პოლიციელის ამ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტი და შეკამათება მოჰყვა.
''დამაჯარიმეთ, მაგრამ ხელი არ მომკიდოთ. შეგიძლია მიჩივლოთ სასამართლოში. დაკავება არ არის შესაბამისი. თქვენ მოქალაქეები უნდა დაიცვათ თუ დააკავოთ? ამისთვის მოგეცით ლეგიტიმაცია? თქვენი იმედი უნდა მქონდეს ხომ. ამ ტიპის დანაშაულზე დაკავება წარმოუდგენელია. კედელზე ხომ არ გავეკტებ წარწერას, ხელს ნუ მიშლით'' - განუცხადა ირმა ზოიძემ სამართალდამცველებს.
''ჩემს ფეხებთან თუ გააკეთებთ წარწერას მაშინ მოგკიდებთ ხელს. ამის საშუალებას კანონი არ გაძლევთ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლი არ გაძლევთ ამის უფლებას'' - უთხრა აქტივისტს პოლიციელმა.
მოგვიანებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმეს. სამართალდამცველებიამბობდნენ, რომ გზის სავალი ნაწილზე წარწერების გაკეთებააკრძალულია.
აქციის მონაწილეები აქციაზე ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ირაკლი ჯინჭარაძე პოსტიდან გუშინ დაითხოვეს, რასაც წინ უძღოდა მისი საჯარო პროტესტი ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომაზე. ისპლაჟის სასტუმროსთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის წინააღმდეგი იყო.