ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ლიეტუვაში დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და ის და მისი თანამებრძოლები არიან არა ოპოზიცია, არამედ „უმრავლესობა“. „ბელარუსში რევოლუცია არის არა გეოპოლიტიკური. ის არ არის არც პრორუსული, არც ანტირუსული და არც პროევროპული - რევოლუცია. ეს არის დემოკრატიული რევოლუცია. ეს არის ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლად, თავისუფლად და პატიოსნად აირჩიონ თავისი ლიდერები და განსაზღვროს თავის მომავალი. ბელარუსში მიმიდინარეობს არაძალადობრივი რევოლუცია“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუკაიამ ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან 25 ავისტოს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს. სვიატლანა ციხანოუსკააიმ აღნიშნა, რომ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების საკითხზე მზად არის გამართოს დიალოგი ხელისუფლებასთან. ამისთვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებსაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუკავშირა მუქარა და რეპრესიები. „დაშინება არ გაჭრის. ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ. 24 აგვიტოს ბელორუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დაკავა.  იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგანი ლიეტუვაში შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები 9 აგვიტოს საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ. აშშ-მა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ ცნო. აშშ-მა ასევე დაგმო ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30801924.html #ახალი_ამბები #twitter