თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

Tbilisi Daily

დღეიდან თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა, დღეიდან მოხსნილია. ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის რიგით მესამე ეტაპია და მისი დაჩქარებულად დაწყება დამაკმაყოფილებელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელიდღეიდან მოხსნილია. დედაქალაქში შესვლა და გასვლა ყველა სახის ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია, თუმცა კვლავ მკაცრად გაკონტროლდება, რომ მსუბუქ ავტომობილში, სამ პირზე მეტი არ მოთავსდეს. ამასთან, თბილისის შემოსასვლელებში მგზავრებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. საველე ჰოსპიტალში მობილიზებული იქნებიან ექიმებიც. პუნქტებზე მოხდება ტრანსპორტის დეზინფექცია. . საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ძალაში რჩება კომენდანტის საათი,რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარ გადაადგილებას კრძალავს. ამას გარდა, ზუსტად სამ დღეში, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი, მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა. ქუთაისსა და ბათუმში შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნა.