ბათუმში ახალდაბადებულ ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
Batumi Daily
ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, ჩვილს არ აქვს გართულებები და მას კორონავირუსის სუსტი ფორმა აქვს.
ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება.
გასულ კვირაში სამშობიარო სახლში ხუთი ბავშვი დაიბადა. კოვიდტესტირების შემდეგ კი, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში