Კოვიდინფიცირებულის საკეისრო კვეთით გოლიათი დაიბადა

Tbilisi Daily

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა. მამრობითი სქესის ჩვილი, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა და მისი წონა ხუთ კილოგრამს შეადგენს. ჩვილის დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება. „ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ“, - აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე. ამ დროისთვის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.