დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140274 დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა,ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ-განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისივე განმარტებით, ერთი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მეორე პაციენტსაც უახლოეს დღეებში მოხსნიან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა.