ფოთში კორონავირუსი მეხანძრე-მაშველს დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ფოთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 52 წლის მეხანძრე-მაშველს ვირუსი „პისიარ“ კვლევის შედეგად დაუდასტურდა.
მისი კონტაქტების მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.