ტრამპმა გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება. მისი თქმით, მას ჯერჯერობით არ სურს საქმე იქონიოს პეკინთან.
თეთრი სახლს წარმომადგენელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ვაშინგტონი უარს არ ამბობს სავაჭრო მორიგებაზე, მაგრამ ახალი მოლაპარაკება ჩინეთთან ახლო მომავალში არაა დაგეგმილი.
აშშ-მა ჩინეთთან იანვარში დადო დროებითი სავაჭრო ხელშეკრულება ორი წლით.
დოკუმენტი გულისხმობს აშშ-დან ჩინეთში ნავთობის, გაზის და ქვანახშირის, ასევე სხვა ნაწარმის, იმპორტის, 200 მილიარდი დოლარით ზრდას ორი წლის მანძილზე, ასევე ამერიკის საბაჟო გადასახადის შემცირებას ჩინეთში წარმოებულ საქონელზე.
15 აგვისტოსთვის დაგეგმილი ვიდეოკონფერენცია, რომელზეც უნდა განეხილათ ხელშეკრულების პირობების შესრულება, მაგრამ შეხვედრა არ შედგა.
ბოლო ხანს ორ ქვეყანას შორის ურთიერობა გამწვავდა. ტრამპი კორონავირუსის გავრცელების პასუხისმგებლობას აკისრებს
ჩინეთს, სადაც ინფექციის პირველი აფეთქება მოხდა. ჩინეთი ვაშინგტონს აბრალებს თავის საშინაო საქმეებში ჩარევას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30791864.html
#ახალი_ამბები
#twitter