ბათუმში ოპოზიცია აქციებს აანონსებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. პარტიის ლიდერები დღეს ''ლელოს''ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოც, რომელშიც ოპოზციური პარტიის თითო წარმომადგენელი შევიდა. კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დაიწყება. ''ბათუმში იწყება საპროტესტო მძლავრი მოძრაობა. ჩვენ არ მივცემთ ბიძინაივანიშვილს ხალხს წაართვას სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება, ვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს. ეს პროცესი იქნება მზარდი და მანამ გაგრძელდება, სანამ საზოგადოების მოთხოვნა არ შესრულდება'' - განაცხადა არმაზ ახვლედიანი. ''ერთიანინაციონალური მოძრაობის'' ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ''ივანიშვილმაშელახა მოქალაქეების ღირსება. ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ხმა. მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ვარშალომიძე. ოპოზიციური პარტიის ლიდერები უარს ამბობენ მანდატებზე.