საუკუნის ადამიანები აჭარიდან
Tbilisi Daily
100 და 100 წელს გადაცილებული 53 ადამიანი ცხოვრობს აჭარაში. ამ რიცხვს წლია ბოლომდე კიდევ 7 ადამიანი შეემატება. საუკუნის ადამიანებს შორისაა თამარ მგელაძე სოფელ ცხემლისიდან. იხუცეს ქალს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 20 შვილთაშვილი, 13 შვილთაშვილის შვილი - სულ 68 შთამომავალი ჰყავს. ქმარი ადრე გარდაეცვალა და შვილები მარტომ დაზარდა. უყვარდა ქსოვა და ქარგვა. მთელი ცხოვრება ყანაში მუშაობდა. სინანულით ამბობს, რომ სოფელი აღარავის უნდა. თამარ ბებია ამ ასაკშიც ვერ ძლებს უსაქმოდ და ზამთარში შვილიშვილებს წინდებს უქსოვს. საუკუნის დაბადების დღე პირველ ივლისს აღნიშნა და საჩუქრად 1000 ლარიც მიიღო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უხუცესებს 1000 -1000 ლარი გადაეცემათ.
სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.