აჭარაში ამ დროისთვის 19 ინფიცირებული იმყოფება
Mediamall
აჭარაში ამ დროის მონაცემებით სულ 19 ინფიცირებული რჩება.
აქედან 17 კლინიკა მედალფაშია, ე.წ. ქობულეთის კლასტერის ორ წევრს კი, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კლინიკაში გადაიყვანენ.
თურქეთიდან დღეს გადმოყვანილ საქართველოს ინფიცირებულ მოქალაქეს კლინიკაში ამ წუთებში კვლევები უატრდება. უკვე ცნობილია, რომ მას პნევმონია არ აღენიშნება.
კლინიკის მენეჯერის ლევან ანთაძის განცხადებით, ამ დროისთვის კვლავ მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.
კლინიკაში ადასტურებენ, რომ ერთი პირი გამოჯანმრთელების სტადიაშია და გამოკვლევის შემდეგ, შესაძლებელია, იგი გაეწეროს.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვვათა რაოდენობა 230-ს შეადგენს, აქედან 54 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
#ბათუმი
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#პანდემია