ამირან გამყრელიძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოს ხაზით შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინა, საიდანაც 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა. მისივე ინფორმაციით, 60-70 000 დოზა ქვეყანაში კერძო სექტორსაც ჰქონდა შემოტანილი. „დღევანდელი დილის მონაცემებით დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ. ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ რისკის ჯგუფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, აქამდე საქართველოს არ ჰქონია სეზონური გრიპის ვაქცინის ის რაოდენობა, რაც წელს აქვს, თუმცა ამის მიუხედავად  მოსახლეობის მიმართვიანობა მაღალი არ არის. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვები სეზონური აცრის მხოლოდ  რისკჯგფებისათვის გაკეთების შესახებ მოხსნილია და პოლიკლინიკებს აცრისთვის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაკითხოს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30979878.html #ახალი_ამბები #twitter