Tbilisi Mall 24-25 ნოემბერს Black Friday-ს ფარგლებში მომხმარებლებს ღამის შოპინგს სთავაზობს. ადგილზე მისული სტუმრები, განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებთან ერთად, შოპინგს სტანდარტულად 22:00 საათის ნაცვლად, ღამის 1-ელ საათამდე შეძლებენ. იმისათვის, რომ შოპინგი მეტად სახალისო და სასიამოვნო გახდეს, მომხმარებლების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული DJ იზრუნებს.
ღამის შოპინგსა და საინტერესო შეთავაზებებთან ერთად, უკვე მიმდინარეობს კონკურსი Cyber Monday. კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები კი მარტივია:
მომხმარებელმა უნდა გადაუღოს ფოტო ნივთებს, რომლებიც Black Friday-ს ფარგლებში Tbilisi Mall-ში შეიძინა, გააზიაროს Instagram-ზე ან Facebook-ის სთორიზე, მონიშნოს სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გვერდი და საბოლოო ეტაპზე, შენაძენის ავთენტურობის დასადასტურებლად, პირად შეტყობინებაში მათ ჩეკის ფოტოსურათი გაუგზავნოს. კონკურსის შედეგად Tbilisi Mall 20 გამარჯვებულს გამოავლენს. მათ სავაჭრო ცენტრის 100, 200, 300 ან 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
Black Friday-ის კამპანიის ფარგლებში ლიკა ევგენიძე, თინა შალიკაშვილი და მარიამ კუხალაშვილი სოციალურ ქსელებში გამომწერებს სპეციალურ, ინდივიდუალურ პრომო-კოდს გაუზიარებენ, რომლის დახმარებითაც უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე მომხმარებლები დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.