Blue Notebook I ნინო ძანძავას გამოფენა

8
27 ოქტომბერს,  19:00 - 21:00 საათზე "გალერეა 4710"-ში გაიხსნება ნინო ძანძავას გამოფენა - "Blue Notebook". 
გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ EU4Dialogue პროექტის ფარგლებში. წარმოდგენილი ნამუშევრების სერიას სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა. ნამუშევრები შესრულებულია შერეულ მედიაში (ციანოტიპია, აკრილის მარკერი, ტუში ქაღალდზე) უკამერო ფოტოგრაფიული პროცესის, ხატვისა და ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით.
სერია ინსპირირებულია აფხაზეთში ომამდე გადაღებული სამოყვარულო ფოტოებით, რომლებიც ნინომ სოხუმში, თბილისში, ლიმბურგში, თესალონიკსა და სხვა ადგილებში მოიძია. ომის დასრულებიდან 30 წლის თავზე ის წარსულის ვიზუალურ სახე-ხატებს თანამედროვე კონტექსტში ათავსებს და ისტორიული მასალის არტისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს. საოჯახო ფოტოებიდან ნამუშევრებზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იმ მიღმიერი სამყაროდან იმზირებიან, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა. მათ მზერაში და სხეულებში კვლავაც იკითხება სიხარული თუ დარდი, ფოტოს გადაღების მომენტში რომ განიცდიდნენ. მაგრამ აჩრდილებს დროის კვალიც ეტყობათ — არტისტი უარს ამბობს დაკონსერვებული დროის ილუზიის შექმნაზე. წარსულს ის ომის შემდეგ ცხოვრებაზე რეფლექსიას ამატებს და, დროის შრეებში გახვეული საზიარო მეხსიერების გამოხმობით, სვამს კითხვას მომავლის შესაძლებლობაზე.
ნამუშევრები გალერეაში 5 ნოემბრის ჩათვლით დარჩება.
Source: გალერეა 4710
8