Bob Sinclar - Powered By Mono Hall

8
29 აპრილს - თბილისში - MONO HALL-ის ორგანიზებით, ჰაუს მუსიკის ფრანგი ვარსკვლავი - მუსიკოსი და დიჯეი Bob Sinclar - ჰუალინგში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დაუკრავს.
Christophe Le Friant - ფრანგი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც მოგვიანებით Bob Sinclar-ის სახელით გახდა საყოველთაოდ ცნობილი. მან დიჯეის კარიერა, 80-იან წლებში დაიწყო სასცენო სახელით Chris the French Kiss. სწორედ ამ პერიოდში, არტისტის შემოქმედება შთაგონებული იყო, ჯაზისა და ჰიპ-ჰოპ მუსიკის ჟღერადობებით. ამავე პერიოდში მუსიკოსმა რამდენიმე მუსიკალური პროექტი შექმნა: The Mighty Bop და Reminiscence Quartet. არტისტმა მალევე მიიქცია მსმენელის ყურადღება და ის 80-იან წლებში, პარიზის ღამის კლუბებში, დიდი ხნის მანძილზე უკრავდა.
1994 წელს - კრისტოფმა თავის მეგობარ, Dj Yellow-სთან ერთად, Yellow Production შექმნა, სადაც ძირითადად ფანკი ჯაზ მიმართულების მუსიკა ქვეყნდებოდა, რომელიც მოგვიანებით, 90-იანი წლების მთავარ ფრანგულ ჟღერადობად იქცა.
1998 წელს - მუსიკოსი ოდნავ ჩამოშორდა ჯაზის ჟღერადობებს და საცეკვაო მუსიკის სცენაზე თავის დამკვიდრება, Bob Sinclar-ის სახელით დაიწყო. თავად არტისტი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: "Bob Sinclar არის ჩემი ალტერ ეგო, ჩემი მიზანი იყო, რომ მეტი სიამოვნება მიმეღო მუსიკისგან და დისკოს ეპოქა გამეცოცხლებინა. სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, რომ შემექმნა სახასიათო სასცენო პერსონაჟი, რომელიც იქნებოდა ე.წ. დისკოს გმირი, ან სუპერ ჯაშუშის მსგავსი, გარკვეულ წილად ჯეიმს ბონდის პაროდია, მაგრამ გემოვნებით შექმნილი". მოგვიანებით, სხვადასხვა გამოცემებში დაიწერა, რომ Bob Sinclar-ის შექმნის იდეა, 1973 წლის ფრანგული ფილმით Le Magnifique არის შთაგონებული.
2000-იან წლებში, Bob Sinclar საყოველთაოდ პოპულარული გახდა, მთელს მსოფლიოში, ჰიტებით: The Beat Goes On" (2002), "Love Generation" (2005, ft. Gary "Nesta" Pine) და "World, Hold On (Children of the Sky)" (2006, ft. Steve Edwards). მუსიკოსი აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება, შთაგონებულია: მშვიდობის სურვილით, სიყვარულითა და ჰაუს მუსიკის ჟღერადობებით. Bob Sinclar თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ლეიბლებთან როგორიც არის: Defected Records და Spinnin' Records. Bob Sinclar-ს შექმნილი აქვს რემიქსები ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორიც არის: Jamiroquai, Moby, James Brown, Madonna და Rihanna. მას ასევე ერთობლივი ნამუშევარი აქვს, სენეგალელ პოპ ვარსკვლავთან Akon.
--------
29 აპრილს, საცეკვაო მუსიკის უსაზღვრო და ენერგიული ჟღერადობების სამყაროში მოგზაურობას განაგრძობენ, ქართველი არტისტები: Roma J | Ucha | meANDyou.
------
ჰუალინგის სივრცე, სპეციალურად BOB SINCLAR-ს ღონისძიებისთვის მოეწყობა და აღიჭურვება განათებისა და გახმოვანების უახლესი ტექნიკით და მაქსიმალურად უზრუნველყოფს, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებას. მეტი კომფორტისთვის, სივრცეში ასევე განთავსებული იქნება: Vip შესასვლელი, კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს, ცალკე საპირფარეშო, Vip ბარი.
------
8