Boris Brejcha • Moritz Hofbauer • Concious X Monument

4
3 ნოემბერს - Warehouse 2/მე-2 პავილიონში - MONUMENT-ის ორგანიზებით - FCKNG Serious ლეიბლის შოუქეისის ფარგლებში, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი გერმანელი არტისტი - Boris Brejcha დაუკრავს.
მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი მუსიკალური სტილის “High-Tech Minimal” გარდა, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს, მის გამორჩეულობას ასევე ხაზს უსვამს ბრაზილიური კარნავალის სტილში შექმნილი ჯოკერის ნიღაბი, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს. 
შოუქეისის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება, FCKNG Serious ლეიბლის არტისტები: Concious და Moritz Hofbauer.
4